პროექტის შესახებ

მიზანი:

 ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი არის თბილისის სხვადასხვა კუთხის გაცნობა ხალხისთვის. მაგალითად, ტურისტებს სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ ნახონ ჩვენი ბლოგი და მიიღონ ინფორმაცია. ამ ბლოგით ისინი შეძლებენ გაიცნონ თბილისი . ჩვენი ჯგუფი იქნება მოხარული, თუ ცოტათი დავეხმარებით ტურისტებს.

ქალაქის დაარსება:

თბილისი დაარსდა მე-5 საუკუნეში და განიცადა სხვადასხვა კულტურის გავლენა, მათ შორის სპარსული, არაბული და რუსული. ქალაქის ისტორია აისახება მის მრავალფეროვან არქიტექტურულ სტილში და ღირსშესანიშნაობებში.  თბილისის ძველი სახელწოდება იყო ტფილისი. ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს ერთ-ერთი ვარიანტით ვახტანგ I გორგასალს ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ  წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს. ცხელი წყლის სამკურნალო თვისებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. თბილისის-თბილი  ( ქართულად ტფილი) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს.

 თბილისის უბნების სახელწოდების ისტორია:

ავლაბარი- გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრად. იგი სასწრაფოდ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და უსაფრთხო ადგილისაკენ გაემართნენ. გზა აღმართზე მიდიოდა, რაც სვლას ართულებდა, დაჭრილიც წუხდა. მხლებლებმა დაამშვიდეს: აი, აღმართს ავალთს და ბარი დაიწყებაო. მართლაც, აღმართი რომ აათავეს, ბარი გამოჩნდა. ამის შემდეგ ამ ადგილს ავლაბარი უწოდეს.

ვარკეთილი- მომდინარებს სახელწოდებიდან "ველიკეთილი". ასე ერქვა ამ ადგილს უწინ.

ისანი- XI საუკუნეში თბილისის ეს ადგილი ქვიტკირის გალავანებითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო მას არაბულად "ჰისნი", ანუ ისანი უწოდეს. ქართულად ციხესიმაგრეს ნიშნავს.

მთაწმინდა- შეერქვა წმიდა დავით გარეჯელის პატივად, რომელიც ამ ადგილას რამოდენიმე წელიწადი მოღვაწეობდა, სანამ გარეჯის  უდაბნოს მიაშურებდა.

ნაძალადევი-  საიდან მოდის ეს სახელწოდება? საქმე იმაშია, რომ თბილისსა და ფოთს შორის, 1872 წელს, რკინიგზის გახსნის შემდეგ, დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო და რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით მუშახელი საცხოვრებლად მიწებს უნებართვოდ იკავებდა და სახლდებოდა, ახალმა უბანმაც შესაბამისი სახელწოდება მიიღო.


ვაკე- XIX საუკუნეში გაჩნდა, თბილისს კი 1906 წლის იანვარში შემუერთდა, მანამდე უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა.


უბნების მდებარეობა:
                
გლდანი-გლდანი არის ერთ-ერთი დიდი უბანი და ისეც მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, აქ ასევე არის კარფური, სკოლა, მეტრო.


ნაძალადევი-ესეც მტკრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და არის სკოლა, გადის ცოტნე დადიანის ქუჩა და არის მეტრო.


დიდუბე-უბანი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. დიდუბეში გადის წერეთლის გამზირი, ასევე სამტრედიის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა და ა.შ.


ავლაბარი-ავლაბარი თბილისის ერთ-ერთი უძველესსი უბანი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გადის ქეთევან წამებულის გამზირი, ასევე არის ღვინის აღმართი, ავლაბარი მდებარეობს ისნის რაიონში, აქ არის სკოლა, ტაძარი  და მეტრო.


თბილისის ხალხმრავალი უბნები:

სამგორი- თბილისის ყველაზე ხალხმრავალი რაიონია 168 801 მკვიდრით. იგი თბილისის 1951 წელს შეუერთდა, როდესაც მდინარი ივრის წყალი, სამგორის არხით თბილისისკენ გამოუშვეს და ე,წ  ''თბილისის ზღვა'' შეიქმნა.


გლდანი- მოსახლეობა 164 229  ადამიანს შეადგენს. რაიონის შესახებ ისტორიული მონაცემები მე-15 საუკუნიდან არსებობს! ამ პერიოდში მისი ნაწილი კახეთის, ხოლო ნაწილი ''სვეტიცხოვლის მონასტრის'' საკუთრება იყო.


საბურთალოზე- 151 060 მოსახლე ცხოვრობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, რაიონმა განვითარება XI-XIII საუკუნებში დაიწყო, ხოლო 1917 წლიდან უშუალოდ დედაქალაქის ნაწილი გახდა. 


ნაძალადევის- მოსახლეობა 161 088 მკვიდრს შეადგენს. 


ისანი- მოსახლეობის სიმრავლით, თბილისის რაიონებს შორის, მე-4 ადგილს იკავებს, რადგან აქ 137 588 პირი ცხოვრობს. ისანი  ისტორიული ბანია, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილსი, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და წყაროებში პირველად XI  საუკუნეშია მოხსენიებული. აღსანისნავია, რომ შუა საუკუნების ბოლოს ისნის   სახელწოდება '' მეტეხი'' გახლდათ.


ვაკეში- ამჟამად 113 215 მოქალაქე ცხოვრობს. რაიონში ურბანული სამუშაოები გამუდმებით მიმდინარეობს. მშენებლობა, ქუჩების შევიწროება და გადატვირთული მოლძრაობა, ბოლო პერიოდში მოსახლეობის მუდმივი უკმაყოფილების საგანია. 



თბილისის '' ენერჯის ინფორმაციით, თბილისის უბნები'':

  • სანზონა- კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების დემონტაჟის 6 შემთხვევა.
  • სამგორი- კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების დემონტაჟის 6 შემთხვევა.
  • გლდანი- კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების დემონტაჟის 5 შემთხვევა.
  • ჩუღურეთი-კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების დემონტაჟის 5 შემთხვევა.
  • ისანი, ვაზისუბანი- კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების დემონტაჟის 4 შემთხვევა.

თბილისის უბნების კულტურა:

თბილისი საუკუნებია  უნიკალური კულტურის, პეიზაჟებისა ტრადიციების მიქსად ყალიბდება. მაშინაც კი, როცა მრავალფეწროვნება არც ისე  წახალისებული იყო, თბილისის სხვადასხვა უბანში გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქართველებო, სომხები, აზერბაიჯანელები, ეზიდები, არაბები, ებრაელები და სხვა. ალბათ, სწორედ ამან  განაპირობა საბოლოოდ ის მრავალფეროვნება, რაც თბილისს უკავსირდება.


უბნების ღირსშესანიშნაობები:

ნარიყალას ციხე - თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარიყალა - ციტადელი, შიდაციხე),  თბილისის ციხი - კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტედტთან.  
მშვიდობის ხიდი - საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს.
ბოტანიკური ბაღი - თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე ქავკისისწყლის (ლეღვთახევი) ხეობაში მდებარეობს. იგი შესანიშნავი ადგილია როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ასევე ექსტრემით, მეკლდეურობითა და მეცნიერებით დაინტერესებული ადა,იანებისთვის.
ვარკეთილის ცენტრალური პარკი - ვარკეთილის ხევში, 3.5 ჰექტარ ფართობზე არსებული პარკის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. განახლებული პარკი დღეს საზეიმო კონცერტით გაიხსნა. პარკის ტერიტორიაზე, მოსასვენებელი სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, გადმოსახედი ბაქანი.
დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია - თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე რენესანსულ-ბაროკოული სტილის გუმბათოვანი მართლმადიდებლური ეკლესია. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა.

No comments:

Post a Comment

ჩვენი მთელი მუშაობის კალენდარი

კალენდარი (მუშაობის პროცესი)