Sunday, December 10, 2023

ჩვენი მესამე ჩანაწერი.

 დღეს შევკრიბეთ ინფორმაცია თბილისის უბნების შესახებ და გამოვიკვლიეთ მათი სახელების მნიშვლეობა .მაგალიტად, გავიგეთ, რომ საბურთალოს სახელი ბურთან არის დაკავშირებული. 

ავლაბარი – გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ. იგი სასწრაფოდ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და უსაფრთხო ადგილისაკენ გაემართნენ. გზა აღმართზე მიდიოდა, რაც სვლას ართულებდა, დაჭრილიც წუხდა. მხლებლებმა დაამშვიდეს: აი, აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო. მართლაც, აღმართი რომ აათავეს, ბარი გამოჩნდა. ამის შემდეგ ამ ადგილს ავლაბარი უწოდეს.

მთაწმინდა – შეერქვა წმიდა დავით გარეჯელის პატივად, რომელიც ამ ადგილას რამოდენიმე წელიწადი მოღვაწეობდა, სანამ გარეჯის უდაბნოს მიაშურებდა.

No comments:

Post a Comment

ჩვენი მთელი მუშაობის კალენდარი

კალენდარი (მუშაობის პროცესი)