Sunday, January 14, 2024

თბილისის უბნების სახელწოდების ისტორია.

 ავლაბარი-გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი ბრჯოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ. იგი სასწრაფოდ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და უსაფრთხო ადგილისაკენ გაემართნენ. გზა აღმართზე მიდიოდა, რაც სვლას ართულებდა, დაჭრილიც წუხდა. სიტყვა ''ავლაბარი" მე-14 საუკუნიდან მოდის არაბულად ''ჰავალი'' ნიშნავს ''მიდამოს", "ბირ'' - ''სასახლეს'', ''ავლაბარი'' სასახლის მიდამოს ნიშნავს.

ვარკეთილი-მომდინარებს სახელწოდებიდან ''ველიკეთილი''. ასე ერქვა ამ ადგილს უწინ.


ისანი-XI საუკუნეში თბილისის ეს ადგილი ქვითკირის გალავნებითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო მას არაბულად ''ჰისნი'', ანუ ისანი უწოდეს, რაც ქართულად ''ციხესიმაგრეს'' ნიშნავს.


ნაძალადევი-1872 წელს, თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის შემდეგ, დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო. რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშები საცხოვრებელ ადგილებს უნებართოდ ისავებდნენ და სახლდებოდნენ. ამიტომ ახალ უბანს ''ნაძალადევი'' უწყვდეს.

1 comment:

ჩვენი მთელი მუშაობის კალენდარი

კალენდარი (მუშაობის პროცესი)