წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
ეს არის მთავარი ქრისტიანული ტაძარი საქართველოში. მდებარეობს ავლაბარში, ტაძარი აშენდა 1996-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. გუმბათის გარე რადიუსი 9,5 მეტრია. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
ვაკეს პარკი

თრიალეთის ქედის გაშიშვლებულ ფერდობზე მდებარე პარკი. გაშენებულია ვაკის რაიონის ბოლოში. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო. ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს, რომლითაც მოპირკეთებულია სავალი გზები.
ღვთისმშობლის ეკლესია

დიდუბის ღვთისმშობლის მართლმადიდებლური იკლესია მდებარეობს ქალაქის თითქმის ტურისტულ ცენტრში და საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ორი წუთის სავალზე. შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოდგენდა, მეფის სასახლე იდგა.
ძალიან საინტერესოა
ReplyDeleteძალიან საინტერესოა, ბევრი რამე გავიგე
ReplyDelete